თბილისში დღის პირველ ნახევარში ძლიერი წვიმა იყო. წვიმას დედაქალაქში სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა „ფეისბუქზე“ ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ კიბეებზე და ქუჩებზე, სავარაუდოდ, სანიაღვრე არხების გაუმართაობის გამო, წყალი დაგროვდა და ქუჩაში გამვლელებს გადაადგილებაში ხელი შეეშალათ.
ერთ-ერთ ფოტოზე კი ჩანს კიბეები, სადაც წვიმის წყალი ნიაღვრად ჩამოდის. ავტორის, ნინა ცინცაძის ინფორმაციით, სურათი ნუცუბიძის ფერდობზეა გადაღებული.