მეტროსადგურ “ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევის დროს თვითმხილველი ლუკა კუპრავა აღნიშნავს, რომ შემთხვევის დროს ადგილზე 20-25 ადამიანი მაინც იქნებოდა.
“უცებ, როცა შუქი ჩაქრა, მგზავრების ნაწილმა მოასწრო ექსკალატორზე თავის შეფარება და ზოგმა – ვერა. ჩამოიშალა მთლიანად შეკიდული ჭერი. გავრცლებული ინფორმცია, რომ მხოლოდ ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, არაა სწორი, მეც იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე. რამდენიმე ხნიერი ადამიანი, რომელმაც სწრაფი რეაგირება ვერ მოასწრო, შეუძლოდ გახდა. რამდენიმეს გულიც წაუვიდა,” – აღნიშნა ლუკა კუპრავამ.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულებიდან ყველაზე მძიმე დაზიანება მხრის ძვლის მოტეხიოლობაა.