LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭამე და გასუქდი: 7 ყველაზე კალორიული ხილი

39

რომელი ნაყოფია ყველაზე კალორიული? მართლაც საშიშია თუ არა ისინი ფიგურისთვის.

ჭამა-არჭამა, საკითხავი აი ეს არის…

7 ყველაზე კალორიული ხილი და კენკრა

მეშვიდე ადგილი დაიკავა ანანასმა, რომელიც საშუალოდ 50 კალორიას შეიცავს 100 გრამზე. ის შეიცავს ბრომელაინს, რაც საკვების გადამუშავებას უწყობს ხელს.

მეხუთე და მეექვსე ადგილს იყოფენ მსხალი და შავი ცირცელი, რომლებიც 55-დან 600 კალორიამდე შეიცავენ. ძლიერი ანტიოქსიდანტების გამო მათი მენიუში შეყვანა თავისუფლად შეიძლება.

მეოთხე ადგილზეა კივი. 100 გრამზე 61 კლ მოდის. ის შეიცავს A, D და E ვიტამინებს, რაც მეტაბოლიზმის სტიმულირებას ახდენს და თვალების დაავადებას ებრძვის.

მესამე ადგილზე აღმოჩნდა ბანანი. 100 გრამზე დაახლოებით 95 კალორია მოდის. ერთი ცალი საშუალოდ 200 გრამს იწონის, ანუ გამოდის, რომ თითო ბანანს 180 კალორია მოაქვს. თუმცა არ შეშინდეთ, რადგან ბანანი აუცილებელ ნოყიერ ნივთიერებებს შეიცავს. უბრალოდ სწორად უნდა შეარჩიოთ ნაყოფი. „სწორი“ ბანანია ყვითელი შავი წინწკალით, მწვანე არ იყიდოთ, მათ შემადგენლობაში ბევრი სახამებელია.

მეორე ადგილი მიიღო ტროპიკულმა ხილმა სპეციფიური სუნითა და უჩვეულო გემოთი – დურიანი. 100 გრამზე 147 კალორია! მისი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. ნაყოფი დიდი ზომისაა და შეიძლება დიამეტრში 50 სმ-ს მიაღწიოს. სუნი საშინელი აქვს, აი გემო კი დიდებული. ხილი შეიცავს მთელ რიგ ვიტამინებს – А, В1, В2, В3, В5, В6, В9, С.

პირველ ადგილზეა ავოკადო. მას ხშირად ბოსტნეულს მიაკუთვნებენ. „ზეთი ტყიდან“ – ასე ითარგმნება ავოკადოს სახელწოდება. 100 გრამზე საშუალოდ 160-200 კალორია მოდის. თუმცა ცხიმოვანი მჟავა, რასაც ავოკადო შეიცავს, ძალიან სასარგებლოა სისხლში ქოლესტერინისა და მთლიანობაში წონის შესამცირებლად.
ის მდიდარია С, Е, F, К, D, А, Р და В ჯგუფის ვიტამინებით, ასევე კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, მაგნიუმით, თუთიით, რკინით, უჯრედისით. ფაქტობრივად არ შეიცავს შაქარს, სამაგიეროდ არის F და Е ვიტამინები, რომლებიც კანს ელასტიურს ხდის, ამაგრებს თმის სტრუქტურას, ფრჩხილებს, უჯრედის კედლებს, ხსნის ანთებით პროცესებს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს.

დასკვნა მარტივია: კალორიული ხილიც კი სასარგებლო და უსაფრთხოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები