LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Challenger Hellcat და McLaren 720S ერთმანეთს სარბოლო ტრასაზე დაუპირისპირდნენ

54

Challenger Hellcat და McLaren 720S ერთმანეთს სარბოლო ტრასაზე დაუპირისპირდნენ. Youtube-არხის DragTimes-ის ავტორებმა მოაწყეს შეჯიბრი, სადაც ორ სპორტქარს 72-დან 258 კმ/სთ უნდა განევითარებინა.

McLaren 720S 4 ლიტრიანი თვინტურბო ძრავითაა აღჭურვილი და 720 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. მწარმოებლის ინფორმაციით, კუპეს 0-დან 100 კმ-ს აკრეფა სულ რაღაც 2,9 წამში შეუძლია. იმისათვის რომ 300 კმ-სთ განავითაროს სპორტქარს მხოლოდ 27 წამი სჭირდება. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე კი 341 კმ/სთ-ია. რაც შეეხება მის კონკურენტს, მას 6,2 ლიტრის მოცულობის V8 ძრავი აქვს და 717 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. პირველ „100-ეულს“ McLaren 3,7 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 321 კმ/სთ-ია. ხოლო, თუ რა შედეგი აჩვენეს სპორტქარებმა ბრძოლაში და როგორი იყო მათი მიღწევა – ამის ნახვის საშუალება ავტომოყვარულებს პირადად აქვთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები