გავლენიანი სპორტული გამოცემა Skysports.com-ი გამოკითხვას ატარებს, სადაც მკითხველმა უეფას ერთა ლიგის საუკეთესო გოლი უნდა გამოავლინოს.
10 პრეტენდენტს შორის ორი ქართველია – გიორგი ჩაკვეტაძე და ჯაბა კანკავა. თუმცა გამოსარჩევი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელიც ამ სიას ლიდერობს. საუბარია ახალგაზრდა ქართველის მიერ სტუმრად ყაზახეთის ნაკრებში გატანილ გოლზე.
ჯაბა კანკავას შემთხვევაში კი იმ გოლზეა საუბარი, რომელიც ქართველმა ნახევარმცველმა ლატვიას გაუტანა.
ჩვენ ფეხბურთელებს ისეთი მოთამაშეების გვერდით ვხედავთ, როგორებიც გარეთ ბეილი, ისკო, რაჰიმ სტერლინგი არიან.
ამ მომენტისთვის გიორგი ჩაკვეტაძე დიდი უპირატესობით ლიდერობს. სამშაბათს, 12:20 საათის მონაცემებით ჩვენს ვუნდერკინდს ხმების 70% აქვს და მეორეზე მყოფ რაჰომ სტერლინგს (14%) საგრძნობლად უსწრებს.
ალბათ გიორგის პირველობას ვერავინ წაართმევს. შეგახსენებთ, რომ ეს გოლი ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გატანილი გოლია.