LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაკვეტაძე ერთა ლიგაზე რეიტინგით მეორეა: გიორგი ლაციოსაც მოწონებია

TMN_6117_0

ერთა ლიგის D დივიზიონში გიორგი ჩაკვეტაძეს ერთ-ერთი საუკეთსო რეიტინგი აღმოაჩნდა.

საერთაშორისო სტატისტიკურმა ვებ-გვერდმა whoscored.com-მა ყველა დივიზიონის და ჯგუფის საუკეთესოები დაასახელა და საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევ ნახევარმცველს D დივიზიონის ყველა ჯგუფის მოთამაშეებს შორის მეორე შედეგი აღმოაჩნდა. ჩვენიანს მხოლოდ კოსოვოელმა ფეხბურთელმა აჯობა.

I ჯგუფი
ჩაკვეტაძე საქართველო 8.17
სუიუმბაევი ყაზახეთი 7.83
კანკავა საქართველო 7.68

II ჯგუფი
შიტოვი, ბელარუსი 8.15
დრაგუნი, ბელარუსი 8.11
ნეხაიჩუკი ბელარუსი 7.70

III ჯგუფი
კოლოლი, კოსოვო 8.39
რაშიცა, კოსოვო 7.47
რაჰმანი, კოსოვო 7.41

IV ჯგუფი
მხითარიანი, სომხეთი 7.77
ტრაიკოვსკი, მაკედონია 7.62
ბარდჰი, მაკედონია 7.56

 

ეს ბიჭი გვაჩვენებს, რომ…

იტალიური ვებ-გვერდი „ჩიტაჩელესტე“, რომელიც რომის „ლაციოს“ მხარდამჭერია, გიორგი ჩაკვეტაძეზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ რომაული კლუბის მესვეურები ქართველ ნახევარმცველს აქტიურად აკვირდებიან. „ლაციოს ამბები: იგლი ტარეს ობიექტივში ახალი თავდამსხმელი მოექცა“ – ასე ეწოდება სტატიას, რომელშიც ქართველი ფეხბურთელია დახასიათებული.

იგლი ტარე „ლაციოს“ სპორტული დირექტორია.

„ჩაკვეტაძე, რომელმაც „ერთა ლიგაზე“ ოთხი გოლი და სამი საგოლე პასი მიითვალა და საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზე გაიყვანა, თავდასხმითი ხასიათის მოთამაშეა. მისი მოწოდება პლეიმეიკერობაა, მაგრამ ასევე შეუძლია პირველ და მეორე თავდამსხმელად თამაში. ეს ბიჭი გვაჩვენებს, რომ ყველა მნიშვნელოვანი თვისება აქვს, ამიტომ უკვე მიიქცია ისეთი კლუბების ყურადღება, როგორებიც არიან „ბარსელონა“, „ბავარია“, „დორტმუნდი“, „ტოტენჰემი“ და „რომა“. „გენტმა“ მასში მილიონნახევარი ევრო გადაიხადა, ახლა კი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 13 მილიონია. ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი მას 2020 წელს ეწურება. „გენტი“ ცდილობს დაარწმუნოს ჩაკვეტაძე, რომ ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი, მაგრამ ფეხბურთელმა შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ ფეხბურთში დიდი ნახტომის გაკეთება შეუძლია. იგლი ტარე უკვე სწავლობს სიტუაციას“, – ნათქვამია სტატიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები