LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩაის დალევისას უნდა იგრძნო ყოველი ყლუპი, ყოველი შესუნთქვა“ – ლუკა ნაჭყებია

2033
ლუკა-ნაჭყებია

ჩაის ნამდვილი მოყვარულებისთვის მისი დალევა რიტუალია, რომელიც შეიძლება შეასრულო მარტომ, ან საყვარელ ადამიანებთან ერთად, – ასე ფიქრობს კვების ტექნოლოგი ლუკა ნაჭყებიაც და ჩაის კომუნიკაციას, ერთობას, კომფორტსა და სითბოს უკავშირებს.

ლუკა გვიმხელს ჩაის დაყენების მისეულ ხერხსაც და გვიზიარებს ჩაისადმი მის დამოკიდებულებას. ამბობს, რომ სასმლის დაყენებისა და დალევის პროცესი მისთვის მედიტაციადაც კი იქცა: „ჩაის დალევა, არის ძალიან ყურადღებიანი პროცესი – უნდა იგრძნო ყოველი ყლუპი, ყოველი შესუნთქვა და კომუნიკაციაში იყო ჩაისთან“.

როგორც ლუკა ნაჭყებია ვიდეოს დასასრულს ამბობს, ყველას უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში სიწყნარის რამდენიმე წამი და კარგია, თუ ამას ჩაისთან ერთად მოიპოვებ. ამაში კი „დილმა“ დაგეხმარებათ. რჩეული ცეილონის ჩაი, რომელიც ხელით დაკრეფილი, საუკეთესო ფოთლებისგან მზადდება და აქვს ჩაის ნამდვილი გემო და არომატი.

„დილმას“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „ევროპროდუქტია“, ამიტომ ჩაის სრული ასორტიმენტის შეძენას მის მაღაზიათა ქსელში შეძლებთ. ის, ასევე, ხელმისაწვდომია მსხვილ სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები