LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაფიძის კლინიკაში ოთარ აბესაძეზე 24-საათიანი სამედიცინო დაკვირვება მიმდინარეობს

57

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ჩაფიძის კლინიკაში ოთარ აბესაძეზე 24-საათიანი სამედიცინო დაკვირვება და მკურნალობა მიმდინარეობს.

აბესაძე სამედიცინო დაწესებულებაში სასამართლოდან გადაიყვანეს.

ოთარ აბესაძე სასამართლო პროცესის დროს გახდა ცუდად. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც იგი ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანა. მასზე 24-საათიანი სამედიცინო დაკვირვება და მკურნალობა მიმდინარეობს, – აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

როგორც ცნობილია, ოთარ აბესაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ მას გულის შეტევა ჰქონდა, თუმცა საბოლოო პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები