LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაერთვება თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობაში – პარტიის სტრატეგია დღეს გახდება ცნობილი

61
ხატია დეკანოიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, ერთიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას წარადგენს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტია ერთიან სტრატეგიას, რომელიც მოიცავს მომავალ სამოქმედო გეგმასა და აქტუალურ გადაწყვეტილებებს, დღეს წარმოადგენს.

“ამ სტრატეგიის შემუშავებაში „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ერთიანი იყო და ის მოიცავს, გადაწყვეტილებებს როგორც საპარლამენტო, ასევე პარტიულ მუშაობასთან დაკავშირებით.” – აცხადებს ხატია დეკანოიძე

„მოგახსენებთ, რომ ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი მსჯელობა, მათ შორის, ეს არ იყოს პირველი შეხვედრა, როდესაც ფრაქცია მსჯელობდა ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე და ეს გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ეხება არა მხოლოდ ფრაქციის სტრატეგიას, არამედ პარტიის სტრატეგიას მთლიანად ანუ რა გვაქვს ჩვენ სტრატეგია, რა არის ჩვენი ამოცანები, როგორი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიურობები იმისთვის, რომ პარტიაც, ფრაქციაც, საზოგადოების ყველა წევრი გააქტიურდეს გაზაფხულზე, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვიბრძოლოთ ამისთვის.

ეს იქნება ფართო სტრატეგია, რომელსაც მე პირადად 31 იანვარს წარმოგიდგენთ, მათ შორის, საპარალამენტო, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩამოვყალიბდით და ეს იქნება ძალიან აქტიური სეზონი, როდესაც პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს, პირველი ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მის მიმართ არაადამიანური, ღირსებაშემლახავი მოპყრობის სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ინსტრუმენტის მხილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე აქციები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ ყველა ფრონტზე და ეს აქტიურობა უნდა იქნას წარმოდგენილი არა მხოლოდ კონკრეტულად პოლიტიკური საქმიანობით, არამედ ფართო სპექტრით ჩვენს ამომრჩეველთან და ადამიანებთან მუშაობით. ეს უნდა იყოს ყველა ველზე მუშაობა, ძალიან აქტიურები არიან ჩვენი წარმომადგენლები რეგიონებში,“- განაცხადა დეკანოიძემ.