LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაბუქის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ

64

მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩაბუქის ადვოკატები სააპელაციოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.

ბარათაშვილის თქმით, საქმე პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ის საქართველო-თურქეთის უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრაზე განიხილეს.

“თუ საქართველოს სასამართლოებში ვერ მივაღწევთ სამართალს, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს”, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები