საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებიც აქტიურად შეეცდებიან, აითვისონ რუსული ბაზარი და თურქეთი სრულად ჩაანაცვლონ. ამის შესახებ ”ფორტუნას” ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ განუცხადა.
როგორს არჩვაძე ამბობს, საქართველოს თურქეთის ჩანაცვლება გაუჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველო დიდი რაოდენობით აგრო-სასურსათო პროდუქტს ვერ აწარმოებს. ”მაგალითად თურქეთიდან რუსეთს ყოველწლიურად შეჰქონდა 300 ათასი ტონა პომიდორი, ჩვენ ამდენს საერთოდ არ ვაწარმოებთ, აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვი, რომ სრულად შევძლებთ ჩანაცვლებას. რუსული ბაზარი იმდენად დიდიაა , ჩვენი წარმოება მთლიანად რომ გადაერთოს ამაზე, მაინც ვერ დავაკმაყოფილებთ რუსულ ბაზარს”, – განუცხადა ”ფორტუნას” არჩვაძემ.
ექსპერტის თქმით, გარდა იმისა, რასაც ჩვენ ქვეყნის შიგნით ვაწარმოებთ, ერთი იმდენი აგრო-სასურსათო პროდუქცია სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს. სოსო არჩავიძის ინფორმაციით, ბოლო წლების მანძილზე თითქმის 1,3 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოგვაქვს.
”არ მინდა იმედი გავუცრუო ქართველ ექსპორტიორებს, მაგრამ ჯერ შიდა მომხმარებლის მოთხოვნები ვერ დაგვიკმაყოფილებია,”- განმარტა არჩავაძემ.
ამის მიუხედავად, ექსპერტი დასძენს, რომ გარკვეული რაოდენობით შევძლებთ რუსულ ბაზარზე გასვლას, მაგრამ ის, რომ თურქეთი საქართველომ ჩაანცვლოს ამის წარმოდგენა შეუძლებელია. ”სარგებელი ამ სიტუაციიდან იქნება , მაგრამ ისეთი არა, რომ ავშენდეთ.”
რუსეთის მთავრობამ იმ პროდუქციის სია გამოაქვეყნა, რომელთა იმპორტს თურქეთიდან 2016 წლის 1 იანვრიდან აკრძალავს ან შეზღუდავს. სიაში შევიდა: ქათმის ხორცი და მისი ნაწილები, ყვავილი მიხაკი, პომიდორი, ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი, კიტრი, ფორთოხალი, მანდარინი, ყურძენი, ვაშლი, მსხალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, მარწყვი და მარილი. ემბარგო რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის 1 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე დაწესდა.