LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს წევრობის კანდიდატთა გასაუბრება დღეიდან დაიწყება

56
ცესკო

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია ცნობილია. ჩამონათვალი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ცესკოს თავმჯდომარეობა კვლავ სურს მოქმედ ხელმძღვანელ, გიორგი კალანდარიშვილს, ასევე თამაზ ფოლადაშვილს, თენგიზ თევზაძეს და გიორგი შაიშმელაშვილს.

რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, ღია კონკურსში 7 კანდიდატი მონაწილეობს. ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, ციალა შავაძე, რუსუდან მუმლაძე-ავალიანი, მამუკა ხოლეგაშვილი, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი. მათთან გასაუბრება დღეიდან იწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები