LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ ფიქციად გადააქცია: პაატა მანჯგალაძე

79
1607426028-პაატა-მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ ფიქციად გადააქცია.

მისი განცხადებით, პროცესში „სტრატეგია აღმაშენებლის“ მონაწილეობის მიზანი, “ფარსისთვის ფარდის ახდაა”.

„ეს პროცესი „ქართული ოცნების“ მიერ ფიქციადაა გადაქცეული. ჩვენი მონაწილეობა ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო ნათლად ავხადოთ ფარდა, რომ ეს არის ფარსი.” – აცხადებს მანჯგალაძე.
„ქართული ოცნების“ მოწოდებულ კანდიდატებს არანაირი უპირატესობა არ აქვთ იმათთან შედარებით, ვისზეც ვფიქრობთ, რომ მხარდაჭერა შესაძლებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ თევზაძის კანდიდატურას, რომელმაც შემოგვთავაზა სამართლიანი არჩევნების ჩატარების სტრატეგია და ტაქტიკა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, რატომ არ უჭერს ოპოზიცია მხარს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს, მანჯგალაძე მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ „ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ რაც ხელისუფლებას არ მოსწონს, ოპოზიციასაც არ მოსწონდეს“.

„კალანდარიშვილს 2017 წლიდან ვიცნობ, უწყებათაშორის საბჭოში ცესკოს წარმოადგენდა და არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც მან ოპოზიციის სასარგებლოდ დასმულ ნებისმიერ საკითხს დაუჭირა მხარი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.