გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა 2021 წლის არჩევნებისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც კომისია საარჩევნო პერიოდში განახორციელებს.
„ვისაუბრეთ არსებულ საჭიროებებზე, ვთხოვეთ ამ მიმართულებით პარტნიორობის გაწევა და შესაბამისი მხარდაჭერა. IFES-ი უკვე წლებია საარჩევნო ადმინისტრაციის პარტნიორია და თავის მხრივ გამოთქვამს მზაობას ყველა შესაძლო შემთხვევაში, სადაც ჩვენი პარტნიორობის ფარგლები იკვეთება, საარჩევნო ადმინისტრაციას გამოუცხადოს სრული მხარდაჭერა“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.