LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

124
გიორგი კალანდარიშვილი

ცესკოს თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრისას მას დეტალურად გააცნო ის საქმიანობა, რომელსაც ცესკო 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ახორციელებს, ასევე განიხილეს საარჩევნო გარემო და არსებული გამოწვევები. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. პიტერ ვიბლერმა ახალ თავმჯდომარეს საქმიანობის განხორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამერიკული მხარე მზად არის საარჩევნო პროცესს აქტიურად დააკვირდეს, შესაბამისად მათი სადამკვირვებლო მისიები საქართველოს წელსაც ეწვევიან.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და  საარჩევნო პროცესებში მათი მხარდაჭერა. დღეს გვქონდა შეხვედრა აშშ ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, რომელიც იმავდროულად USAID-ის მისიის ხელმძღვანელიცაა საქართველოში. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საჭიროება და გამოწვევა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშეა. ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოწვევებისა და საჭიროების დროს სტრატეგიული პარტნიორების დახმარება და მათი ჩართულობა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

შეხვედრა დღეს თბილისი მარიოტში გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები