LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

116
Untitled

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ 19 მაისს გაიმართება სამი სხვადასხვა სახის არჩევნები, ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო სუბიექტს, თუ ის სხვადასხვა სახის არჩევნებში მონაწილეობს, ერთი და იგივე რიგითი ნომრის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეს.

„კანონმდებლობითა და ზემოთ აღნიშნული განკარგულების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს რომლებსაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომრები, 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისათვის, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, განესაზღვრათ იგივე ნომრები, დანარჩენ საარჩევნო სუბიექტს კი წილისწყრით მიენიჭათ რიგითი ნომრები.

საქართველოს პარლამენტის N1 მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია, მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 16 პოლიტიკურ პარტიას, ერთ საარჩევნო ბლოკს და ექვს საინიციატივო ჯგუფს. პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 19 აპრილია.

გარდა ამისა, რვა მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრირებული არის 18 პოლიტიკური პარტია და ექვსი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 პარტიასა და ცხრა საინიციატივო ჯგუფს.

საკრებულოს შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა ასევე არის 19 აპრილი“,- განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.

მიქელაძის განცხადებით, 19 მაისი არჩევნებზე რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 ადგილობრივ არასამთავრობოს, შვიდ მედიასა და სამ საერთაშორისო ორგანიზაციას.

 

საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც შემდეგი რიგითი ნომრები წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით განესაზღვრათ:

№33 — საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა;

№9 — თავისუფალი საქართველო;

№40 — სახალხო პარტია;

№24 — მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის;

№21 — მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის;

№35 — გირჩი;

№38 — ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ);

№13 — საარჩევნო ბლოკი ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები;

№39 — ქრისტიან-კონსერვატორები;

საარჩევნო სუბიექტები, რომლებსაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი და მათივე მოთხოვნის საფუძველზე, განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომერი:

№1 — მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის;

№2 — ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის;

№3 — დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო;

№4 — ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა;

№5 — ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია;

№8 — დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;

№17 — საქართველო;

№18 — ტრადიციონალისტები;

№23 — ახალი ქრისტიან-დემოკრატები;

№27 — პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო;

№28 — სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე;

№31 — თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა;

№41 — ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები