LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკომ ექვს მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური დააანონსა

147

ცენტრალური საარცევნო კომისიის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან, 3644 უბნიდან 3638 უბნის მონაცემები დათვლილია.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 21 ოქტომბერს ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა 64 საკრებულოს 2058 წევრის და 64 მერის ასარჩევად. ამომრჩეველთა აქტივობამ 45,65% (1 570 563) შეადგინა.

რაც შეეხება გენდერულ სტატისტიკას, წინასწარი მონაცემებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 789 652-მა ქალმა (50,28%) და 780 911-მა კაცმა (49,72%).

არჩევნების წინასწარი შედეგები, 22 ოქტომბრის 18:00 საათის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

  • “ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველო” – 10.5%
  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 17.05%
  • “დავით თარხან მოურავი, ირმას ინაშვილი-  საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 6.55
  • “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 3.27%
  • „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ – 55.66%

(ეს იმ პარტიების მონაცემებია, რომლებმაც 3%-იანი ბარიერი გადალახეს)

ცესკოს ცნობითვე, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მეორე ტურები გაიმართება 6 მაჟორიტარულ პუნქტში. ესენია:

#29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქი, #35 ხაშურის საარჩევნო ოლქი, #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქი, #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქი, #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქი და #65 მარტვილის საარჩევნო ოლქი.

თუმცა შეგახსენებთ, რომ ეს წინასწარი მონაცემებია და საბოლოო შედეგები შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები