“ჩვენ არ ვყოფილვართ რომელიმე კანდიდატთან მებრძოლები, პირიქით, ყველასთან გასაუბრება გვაინტერესებდა და კონსენსუსით არჩევა, მაგრამ მივხვდით, რომ ჩვენი კონსენსუსი არავის არ სჭირდებოდა და “ქოცები” თავისთვის, მარტო “უბერავდნენ” ამ შერჩევას.” – ასე ეხმიანება “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესს.
ხვიჩიას თქმით, “ქართულმა ოცნებამ” შეთანხმება დაარღვია, შერჩევის პროცესთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო კონსულტაციები და კანდიდატები კონსენსუსით უნდა შეერჩიათ, თუმცა მმართველმა გუნდმა აირჩია ტაქტიკა, რომ 6 თვით აირჩიოს თავმჯდომარე და კონსენსუსზე საერთოდ საუბარი არ იყოს:
“მე არ მგონია, რომ არჩევნების სანდოობა-არასანდობაა თავმჯდომარის ვინაობაზე იყოს დამოკიდებული. წინა თავმჯდომარე კონსენსუსით იყო არჩეული და კონსენსუსითვე ითხოვდნენ გადადგომას.
ფაქტი, რაც უნდა შევაფასოთ, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ ნაწილშიც დაარღვია შეთანხმება, იქ ეწერა, რომ ამასთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო კონსულტაციები, კონსენსუსით უნდა შეგვერჩია ხალხი და ა.შ. ამის ნაცვლად, “ქართულმა ოცნებამ” ეს ყველაფერი გამოტოვა და აირჩია ტაქტიკა, რომ 6 თვით აირჩიოს თავმჯდომარე და კონსენსუსზე საერთოდ საუბარი არ იყოს. ჩვენ არ ვყოფილვართ რომელიმე კანდიდატთან მებრძოლები, პირიქით ყველასთან გასაუბრება გვაინტერესებდა და კონსენსუსით არჩევა, მაგრამ მივხვდით, რომ ჩვენი კონსენსუსი არავის არ სჭირდებოდა და „ქოცები“ თავისთვის, მარტო “უბერავდნენ” ამ შერჩევას.” – თქვა ხვიჩიამ.
ამჯერად მათ დეპუტატთა 90 ხმა დასჭირდებათ თანამდებობებზე დასამტკიცებლად.