ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის მონაცემების გადათვლის სტატისტიკას აქვეყნებს.
ცესკო-ს ცნობით, გადათვლილია 201 საარჩევნო უბნის შედეგი.
გადათვლას კი მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
„მოცემული დროისთვის გადათვლილია 1 830 საარჩევნო უბნის 11%. საქართველოს მასშტაბით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა სულ 21 ხმა და მოემატა 28; „ქართულ ოცნებას“ – დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. ორი ხმა მოემატა საარჩევნო სუბიექტს „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“.
ცნობისთვის, გადათვლის პროცესი გუშინ დაიწყო.