LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცემენტის ბაზრის კვლევა დაიწყო

160

ცემენტის ასოციაციამ ბაზრის კვლევა დაიწყო და შედეგებს მაისში წარადგენს. ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში კვლევა 30 ნიმუშს ჩაუტარდება. აღნიშნული ნიმუშები ბრმა ტესტირებისთვის ბაზარზე შეიძინეს. ექსპერტიზის პასუხებს კი სულ მცირე 28 დღე სჭირდება. თუმცა, ასოციაციის განცხადებით, პირველადი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ისედაც ჩანს, რომ რიგი პროდუქცია ხარისხის სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

ასოციაცია ცემენტის ხარისხს ყოველ სამ თვეში შეამოწმებს და შესაბამისი ხარისხის ნიშნებს მიანიჭებს. პირველი ერთი წლის შემდეგ კი, ცემენტის გარდა, ბეტონის და სხვა სამშენებლო პროდუქციის ხარისხიც შემოწმდება.

შეგახსენებთ, ცემენტის ასოციაცია “კავკაზ ცემენტმა” და “ჰაიდელბერგცემენტმა” ერთად დააფუძნეს. ასოციაციის წევრობა ნებისმიერ ადგილობრივ მწარმოებელს შეუძლია. ასოციაციამ საკუთარი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ბრიფინგი გუშინ გამართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები