LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცემა და დამამცირებელი მოპყრობა – პროკურატურამ ენმ-ს დეპუტატს ბრალი წაუყენა

113

მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვს ბრალდება ძალადობის მუხლით წარედგინა.

რუსთავის რაიონულ პროკურატურაში სულეიმანოვი გამოკითხვაზე და ბრალის წარდგენის პროცედურაზე თითქმის ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

აზერ სულეიმანოვი მისი მხრიდან ყოველგვარ ძალადობას გამორიცხავს.

„ეს არის პროკურატურის პოლიტიკის მორიგი თამაში ჩვენი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ. ეს იყო უბრალოდ შაბლონური კითხვები. მე არ ვარ დამნაშავე ადამიანი. დაკითხული ადამიანებიდან ყველა იყო, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები და მარნეულის რაიონული ორგანიზაციის წევრები, ვითომ იყო ცმის ფაქტიო. მე არ მესმის ერთი რაღაც. ეს ადამიანი, რომელიც იყო რუსთაველის გამზირზე, ზაზა სარალიძის აქციაზე და ჰქონდა ჩართვა, ეს ადამიანი არის რამდენიმე წელი ოცნების ძალიან აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი, მოვიდა და ჩემი თხოვნა იყო, თუ რატომ ლაპარაკობდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, მეტი არაფერი. გამოდის, რომ ოცნების შორის რაღაცა დაპირისპირება მოხდა და მე ვარ ახლა ორი ოცნების, ივანიშვილისა და აბაზოვის ადვოკატი პროკურატურაში. სულ ორი წუთი იყო ჩაიხანაში  და იქ იყო ოცნების რამდენიმე დეპუტატი და მხარდამჭერი, რამდენიმე ჩვენი მეგობრები. ამ ადამიანმა ბოდიში მოიხადა და წავიდა სახლში. ვიფიქრე წავიდა სახლში ოცნების აქტივისტებთან, მე რა შუაში ვარ. ეს არის ივანიშვილის პროკურატურის პოლიტიკური თამაში. ოცნება სერიოზულ კრიზისშია, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ“, – განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.

აზერ სულეიმანოვის მიმართ პროკურატურა აღკვეთ ღონისძიებად არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს.

საუბარია მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის ცემის ფაქტზე, რომელმაც სახეზე შარდი წაისვა და მარნეულის მერს ბოდიში მოუხადა აქციაზე გამოსვლის დროს მისსა და ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის. პროკურატურის მტკიცებით სულეიმანოვმა ალახვერდიევი კაბინეტში დაიბარა და მასზე იძალადა. სულეიმანოვი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ალახვერდიევს 10 წუთიან შეხვედრაზე ერთადერთი კითხვა დაუსვა, რატომ მოქმედებდა ის „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით.

მუხლი, რომლითაც პროკურატურამ პარლამენტარ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ აზერ სულეიმანოვს ბრალი წაუყენა, ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები