LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცელულიტთან ბრძოლის მეთოდები – სილამაზის აკადემია

14
შალვა-აბულაძე

ცელულიტთან ბრძოლის მეთოდები – ამ თემაზე გადაცემაში ‘სილამაზის აკადემია“ რეაბილიტოლოგმა შალვა აბულაძემ ისაუბრა.

რა იწვევს ცელულიტს?

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ყველა ქალბატონის საზრუნავი ხდება სხეულის ფორმები. თავს იჩენს რელიეფური კანის და ცელულიტის არსებობა სხეულის პრობლემურ ზონებზე. იწყება ზრუნვა როგორ აღმოვფხვრათ ესა თუ ის პრობლემა, როგორ ვებრძოლოთ მუცლის ცხიმს ცელულიტს ბარძაყების ზონაზე და ასე შემდეგ.

ცელულიტი, როგორც ვიცით, არის კანქვეშა ცხიმი შემაერთებელი ქსოვილის სისუსტე, რომელიც ყალიბდება მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით:

მჯდომარე ცხოვრების წესი;

არასაკმარისი წყლის სმა;

არაჯანსაღი კვება;

გაზიანი სასმლის ჭარბი რაოდენობით მიღება;

ძილის ნაკლებობა;

სტრესული გარემო;

დაბინძურებული ჰაერი.

რა მეთოდებით შეიძლება შევებრძოლოთ ცელულიტს?

ჩვენ დროში მრავალი საშუალება არსებობს ცელულიტთან საბრძოლველად. ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, სადაც სპეციალისტები სხვადასხვა აპარატურული მეთოდებით წარმატებით მუშაობენ შექმნილ პრობლემაზე. აქვე გასათვალისწინებელია პაციენტის ხელშეწყობა როგორც კვების რაციონის მოწესრიგებით, ასევე სათანადო წყლის სმა საჭირო რაოდენობით.

სახლის პირობებში შეიძლება ცელულიტთან ბრძოლა?

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქალბატონი გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს მიმართოს კლინიკურ მხარდაჭერას, შეგვიძლია მივცეთ რჩევები როგორ შეიმცირონ ცელულიტი და შექმნან საკუთარი თავის უკეთესი ვერსია სახლის პირობებში.

შევეცადოთ მოვიწესრიგოთ ძილი;

მივიღოთ წყლის საჭირო რაოდენობა კილოგრამზე 30 გრამი;

ვიკვებოთ ჯანმრთელად სალათები ხილი სეზონური და პროტეინები;

შევძლოთ სახლის პირობებში მსუბუქი ვარჯიშები;

შევეცადოთ საღამოს ან დილით ვისეირნოთ სუფთა ჰაერზე;

მინიმუმამდე დავიყვანოთ გაზიანი სასმელების მოხმარება.

შაქრის შემცველი პროდუქტები შევამციროთ შეძლებისდაგვარად.

სასურველია და აუცილებელია საღამოს ფეხები დავასვენოთ და 10 წთ ის განმავლობაში ავწიოთ მაღლა ზურგით ვიწვეთ საწოლზე;

ძალიან კარგია დეტოქსის გაკეთება, კვირაში ერთხელ განტვირთავს ორგანიზმს.

ყოველი ბანაობის შემდეგ შეძლებისდაგვარად ქვემოდან ზემოთ ხელის მოძრაობით დავიტენიანოთ სხეული, გავიკეთოთ თვითმასაჟი. პირველ ეტაპზე ეს შეიძლება მოგვეჩვენოს შეუძლებლად, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვევით და შედეგი 21 დღიდან იქნება თვალსაჩინო.

რა ზიანი ადგება ორგანიზმს არაჯანსაღი ცხოვრების წესით?

როდესაც ადამიანს ხშირად უწევს ღამის თენება, მიირთმევს სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმს, იღებს ჭარბი რაოდენობით გაზიან სასმელს, ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ენერგეტიკულ სასმელში ერევა ალკოჰოლი და მსგავსი შემადგენლობის კოქტეილი რთული მოსანელებელია ორგანიზმისთვის. ასეთ დროს პაციენტს უვითარდება უხასიათობა, რაც განაპირობებს ორგანიზმის სტრესულ მდგომარეობაში ყოფნას და იწვევს დეპრესიულ ფონს, შეშუპებას და სისუსტეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები