„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მერვე სეზონი „იმედზე“ მალე დაიწყება. ტელეკომპანიამ უკვე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ ცნობილი მოცეკვავეები მონაწილეობენ, მათ შორის არიან ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარ-გნარი და სალომე ჭაჭუა.
ჯერჯერობით უცნობია პროექტის ეთერში გასვლის კონკრეტული თარიღი. ასევე არ არის ცნობილი, რომელი ცნობილი სახეები ეცდებიან ამჯერად თავიანთი საცეკვაო შესაძლებლობების გამოვლენას.