LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრებას მხოლოდ ვაქცინირებული პირები შეძლებენ – იერუსალიმის საპატრიარქო

99
55

იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრებას მხოლოდ ვაქცინირებული პირები შეძლებენ, ამის შესახებ იერუსალიმის საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრების მსურველები უნდა მივიდნენ შაბათს, პირველ მაისს 09:00 საათიდან 10:00 საათამდე ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიცია და საპატრიარქოს წარმომადგენლები კორონავირუსზე ვაქცინირებულ პირებს ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში შეუშვებენ.

ისინი,  კი ვისაც ვაქცინაცია არ აქვთ გაკეთებული, იერუსალიმის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით  წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე დარჩებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები