ფოთში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა მალთაყვის სანაპიროზე მოხდა. როგორც ცნობილია, მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათ გადმოსვლა შეძლეს და არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია იყო მობილიზებული.
ექიმების ინფორმაციით, მანქანაში მყოფ პირებს დაზიანებები არ მიუღიათ და პირველადი დახმარება არ დასჭირვებიათ. ცეცხლის ჩასაქრობად ერთი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა.