თუშეთში, ხახაბოს მთის ფერდობზე ხანძრის ახალი კერები ჩნდება. როგორც თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზაზა ლაგაზიძე აცხადებს, „სახანძრო მანქანების ცეცხლის კერასთან მაქსიმალურად ახლოს მისვლამ და წყლით მომარაგებამ საქმე შედარებით გაამარტივა, თუმცა ლაგაზიძის თქმით, ფერდობიდან დამწვარი ხის ნაწილები გორდება და ახალ-ახალ კერებს აჩენს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის ლოკალიზებაზე 50-მდე მეხანძრე- მაშველი და რეინჯერია მობილიზებული, ასევე აქტიურად მუშაობს რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა.
ხახაბოს მთაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ცეცხლი მოედო არა ნახანძრალ, არამედ ახალ ტერიტორიას.