ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთი-სირიის საზღვარზე არსებულ ვითარებას აფასებს და წერს, რომ ვითარება დასტაბილურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ წერს, ცეცხლი საბოლოოდ შეწყვეტილია და საბრძოლო მისიები დასრულებულია.
„დიდი წარმატებაა თურქეთ-სირიის საზღვარზე. უსაფრთხო ზონა შექმნილია! ცეცხლი შეწყვეტილია და საბრძოლო მისიები დასრულებულია. ქურთები უსაფრთხოდ არიან და ჩვენთან ერთად ძალიან სასიამოვნოდ იმუშავეს. „ისლამური სახელმწიფოს“ პატიმრები დაკავებული არიან. განცხადებას თეთრი სახლიდან 11:00 საათზე გავაკეთებ“, – წერს ტრამპი ტვიტერზე.
Big success on the Turkey/Syria Border. Safe Zone created! Ceasefire has held and combat missions have ended. Kurds are safe and have worked very nicely with us. Captured ISIS prisoners secured. I will be making a statement at 11:00 A.M. from the White House. Thank you!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 23, 2019