LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცეცხლი გვიჭირავს, ველოდებით ხანძრის ლიკვიდაციას”

38

საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ე.წ. თერგის ბაზრობაზე ხანძარი ფაქტობრივად ლოკალიზებულია.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ცეცხლი გვიჭირავს, სხვა შენობებზე გადასვლის საფრთხე, ფაქტობრივად არ არსებობს. როდესაც მოხდება ცეცხლის ლიკვიდირება და ადგილის დათვალიერება, ამის შემდეგ შემიძლია კონკრეტული ციფრები გითხრათ. ხანძარი შეიძლება ითქვას, რომ ლოკალიზებულია. ველოდებით ლიკვიდაციას.

აქ არის სამ სართულიანი შენობა, სამივე სართულზე სხვადასხვა პროდუქციაა განთავსებული.

შენობაში იყო დიზელის საწვავი, თუმცა მოხდა მისი ლოკალიზებ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა და აღნიშნა, რომ მიზეზებზე საუბარი ამ დროისთვის ზედმეტია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები