LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!” – როგორ მივხვდეთ, თუ ბავშვი “სიკვდილის თამაშით” ერთობა

850

ევროპული კიბერპოლიციის თავსატეხად ქცეული, კარგად ორგანიზებული დაჯგუფება „ახალგაზრდა თვითმკვლელთა კლუბი“  ქართველ  მოზარდებს და  თინეიჯერებს სასიკვდილო საფრთხეს უქმნის.

როცა თქვენი  შვილი, სოციალურ ქსელში მეგობართან მიმოწერით დაკავებული გგონიათ, შესაძლოა, თვითმკვლელთა კლუბის ორგანიზატორისგან სუიციდის დავალებას იღებდეს.

თამაშის შესახებ, რომელიც 50 სხვადასხვა დავალების შესრულებას და ფინალში თვითმკვლელობას მოითხოვს,  ქართველი მოზარდებიც კარგად არიან ინფორმირებული. თამაშის  ორგანიზატორები მომავალ მსხვერპლს სპეციალური ჰეშთეგით პოულობენ ,  უკავშირდებიან,  სწავლობენ მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს და 50 დღის მანძილზე  ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეშვეობით  თვითმკვლელობამდე მიჰყავთ .  

თამაშის შემქმნელი წლების მანძილზე სწავლობდა ახალაგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ყველა  დავალება ზუსტად არის მორგებული მოზარდის სისუსტეებზე, რაც განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია. თამაშის დასაწყებად მთავარი პირობა – ამბის საიდუმლოდ შენახვაა. როგორ  მივხვდეთ, რომ ბავშვი საშიშ თამაშშია ჩართული და რა უნდა გავაკეთოთ, თუ მან თამაში უკვე დაიწყო…

ფსიქოლოგები რამდენიმე ნიშანს გამოყოფენ, რითაც მოზარდის თამაშში ჩართულობაზე შეიძლება მიიტანოს მშობელმა ეჭვი:

  • მუდმივად მალავს თავის ელექტრონულ მოწყობილობას (პლანშეტი, მობილური, ლეპტოპი);
  • იკეტება ოთახში, აცდენს გაკვეთილებს, შეამცირა ან შეწყვიტა მეგობრებთან – ოჯახის წევრებთან კონტაქტი;
  • აცვია სეზონისთვის შეუფერებლად (მალავს თვითდაზიანებებს);
  • გაიზარდა ინტერნეტთან ყოფნის პერიოდი, მათ შორის ღამის საათებში (ასრულებს ღამის დავალებებს);
  • წერს არადამახასიათებელ სტატუსებს სოციალურ ქსელში;
  • გახდა აგრესიული.

 

SOS! დაიცავი შვილი

მაქსიმალური ყურადღება მოზარდთან და ინტერნეტთან გატარებული დროის კონტროლი პრევენციის მთავარ მექანიზმად ამ ორ ფაქტორს ასახლებს ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა „ფორტუნასთან“ საუბარში.

„ყველაფერი იწყება მარტივი,  სახალისო დავალებებით, ბავშვი ხალისობს, აზარტში შედის, ამ დროს ხდება მისი ნდობის მოპოვება და  ზემოქმედების ქვეშ მოქცევა, ამის შემდეგ   იწყება მთავარი გზავნილების მიწოდება. მოზარდისთვის ეს ყველაფერი განსაკუთრებით სახიფათოა , ის ირეალურ სამყაროში იმყოფება და  ქვეცნობიერის დონეზე , გაუაზრებლად ასრულებს  მიცემულ დავალებებს.

„მოხარშულს ვიცნობ ჩემს შვილს” – გამონათქვამი როცა საქმე მოზარდებს ეხება, არასწორია, მშობელი მუდმივად უნდა იყოს საქმის კურსში, რას საქმიანიბს მოზარდი სკოლაში, თანატოლებთან, სოციალურ ქსელში და ამავდროულად,  ეს არ უნდა იყოს მისი ღირსების შემლახველი“-ამბობს „ფორტუნასთან“ ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა.

სიკვდილის თამაშები

იარე საშიშ სიმაღლეზე- ამწეზე, სახურავზე!

დაიზიანე სხეული !

გაიღვიძე დილის  4:20 წუთზე და უყურე მძაფრსიუეჯტიან ფილმს !

უსმინე მხოლოდ ჩვენს გამოგზავნილ მუსიკას!

დაჯექი ხიდის მოაჯირზე!

მოკალი ცხოველი!

გეტყვი სიკვდილის დღეს, მოემზადე!

ეს არასრული ჩამონათვალია იმ 50 დავალების რომელსაც თამაშში ჩართულ მოზარდს კურატორი აძლევს . იმ შემთხვევაში, თუ მოზარდი შეშინდება, ან უარს იტყვის თამაშის გაგრძელებაზე, თამაშის კურატორი  მუქარით აიძულებს გაგრძელებას. ბავშვთა ფსიქოლიგის ინფორმაციით, კიბერბულინგის ამოსაცნობად  მშობელი უნდა დააკვირდეს,  ხომ არ უფუჭდება ბავშვს განწყობა, როცა რაიმე შეტყობინება მოსდის ან ბავშვი, რომელიც მუდმივად ინტერნეტთან იყო, უეცრად ხომ არ გაერიდა კომპიუტერს.

 

ცეცხლი აინთო

ბავშვმა თამაში დაიწყო, მშობელს განსაკუთრებული სიფრთხილე არამარტო პრევენციისას,   ბავშვის თამაშში ჩართულობის აღმოჩენის შემდეგაც მართებს . რადიკალურმა ღონისძიებებმა( კომპიუტერის წართმევა აკრძალვა და ა.შ) ფატალური დასასრულის დაჩქარებაც კი შეიძლება გამოიწვიოს .

„არსებული სიტუაციიდან  გარიდება და სპეციალისტების ჩართვა პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია, რადგან მშობელი საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს მოგვარებას, ბავშვის ფსიქიკა უკვე დაზიანებულია, შეცვლიალი ჰორმონალური ფონიც , ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის მისთვის შეუმჩნევლად არის გადალახული და მოზარდი ვერ და არ უბრუნდება რეალობას საკუთარი ძალებით“-ამბობს ფორტუნასთან მარინა კაჭარავა.

საქართველოს  კანონმდებლობით ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვნა  დასჯადი ქმედებაა,  თვითმკვლელი თამაშის შემქმნელი 21 წლის ფილიპ ბუდეიკინი სასჯელ რუსეთში იხდის, მას  16 თვითმკვლელობის ინსპირირება ედება ბრალად.

ჯამში თამაშმა მსოფლიოს მაშტაბით 300-მდე ახალგაზრდა იმსხვერპლა.

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები