„უსინდისო, თავხედი, მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმების კლასიკურ გზაზე, რომელიც დასავლეთს უპირისპირდებიან და ამხელენ ზეწოლაში.“ – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებას.
მისი თქმით, ცდილობენ, ამ ბოდვაში გვამყოფონ, რომ თურმე ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობის საფრთხე ამერიკასა და ევროპიდან მოდის.
„ჩვენ ეს ნაგავი მთლიანად გვერდით უნდა გავწიოთ, არც უნდა მივაქციოთ საერთოდ ყურადღება.
ამ ბოდვის სათავეში არის ივანიშვილი და ამ კაცის ეს საქციელი საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს, იმიტომ რომ საკუთარი ძალაუფლებისთვის ის უპირისპირდება თავისუფალ სამყაროს, სადაც არის ჩვენი ადგილი და სადაც ჩვენ ვიქნებით თავისუფალი და დაცული ქვეყანა.“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ