CNN-მა საქართველო იმ 16 ქვეყანას შორის მოახვედრა, რომელსაც 2016 წელს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანია მიიჩნევს, რომ საქართველო თავისი არქიტექტურით, უძველესი კულტურითა და თვალისმომჭრელი ხედებით გამოირჩევა. გამარტივებული ფრენა კი ტურიზმზე ძალიან დადებითად აისახება.