ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური ჰიპ-ჰოპ არტისტი ქალბატონის, Cardi B-ის ბოლო განცხადებამ ინტერნეტსივრცე დაიპყრო. მომღერალმა „ინსტაგრამ ლაივში“ განაცხადა, რომ სახლში მოჩვენება ჰყავს, რომელსაც მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სურს.
„რაღაც ხმები მესმის ხოლმე, ბუზის გაფრენის ხმას ჰგავს, მაგრამ ვერსად ვპოულობ. მარტო რომ ვრჩები, მას ჩემთან სექსი უნდება. როცა ატლანტის ან ნიუ-იორკის სახლში ვარ, ასე არ ხდება, უკვე თავგზა ამერია, რადგან შინ მარტო ვარ წყეულ მოჩვენებასთან ერთად, რომელსაც აშკარად ჩემთან სექსი სურს“, – აცხადებს არტისტი.
რეპერი ამბობს, რომ საცხოვრებლად სასტუმროში გადასვლაზე ფიქრობს.