ამერიკელი რეპერი, Cardi B სამსახიობო კარიერას იწყებს. „გრემის“ მფლობელ არტისტს სურს ახლა კინემატოგრაფიაც დაიპყროს. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ის კომედიურ ფილმში „მოხუცებულთა თავშესაფერი“ (Assisted Living) მთავარ როლს შეასრულებს.
ქარდი კრიმინალის როლს მოირგებს, რომელიც ძარცვის მცდელობის შემდეგ, მოხუცებულთა თავშესაფარს შეაფარებს თავს და იძულებული გახდება მოხუცი ქალის გრიმი გაიკეთოს. ცნობისთვის, ეს რეპერისთვის პირველი მთავარი როლია. სცენარს ავტორი კეი ოიეგუნია, პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, 28 წლის არტისტი ,,ბილბორდმა” ,,წლის ქალად” დაასახელა.