LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცალსახად მიუღებელია, არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას აქვს“ – დავითაშვილი Georgian Airways-სთვის დაწესებული სანქციების შესახებ

119
ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან Georgian Airways-სთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.

„ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს ოპოზიციის ნაწილი კვალი ჩანს.

„სამწუხაროა ითქვას, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა წინა შემთხვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ. ცალსახად მიუღებელია, ეს არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას აქვს. ვფიქრობ, რომ ამაში ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია იმიტომ, რომ თქვენ იცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან და ალბათ, საფუძველი ზუსტად ეს აქვს ამ გადაწყვეტილებას, როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ორ ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს მხოლოდ და არანაირად არ არგებს. რაც შეეხება რეაგირებას, როგორც წინა შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამაზე რეაგირება, დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაქცია იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კითხვაზე – ხედავს თუ არა მინისტრი პრობლემას იმაში, რომ Georgian Airways-ს შესაძლოა საერთაშორისო სანქციები დაუწესდეს და ამის შედეგად მას მხოლოდ რუსეთის მიმართულებით შეეძლოს ფრენები, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არ მოხდება.

„მოგახსენებთ, რომ ასეთი რამ არ იქნება და შესაბამისად, არ იქნება პრობლემა საქართველოსთვის, Georgian Airways-სთვის და ქართველი მგზავრებისთვის.

საქართველო, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება და მათ შორის კერძო კომპანიები, საერთაშორისო წესების შესაბამისად მოქმედებენ ყველა მიმართულებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

„აბსურდი და უსამართლობაა.. პოლიტიკასთან შეხება არ გვაქვს“ – თამაზ გაიაშვილი Georgian Airways-ის დასანქცირებაზე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები