ცაგერში საერთაშორისო სტანდარტების, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც „ფორტუნას“ რაჭის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ განუცხადა, კომპლექსის მშენებლობის დასრულება გაზაფხულზე იგეგმება.
მშენებლობისთვის 2 700 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
„ასეთი სპორტული კომპლექსი მხარეში პირველი იქნება. სპორტ–კომპლექსი მოიცავს, როგორც სტადიონებს, ასევე დარბაზებსა და საცურაო აუზს“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
კომპლექსში იქნება როგორც სპორტული დარბაზი, ასევე კალათბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთის მოდნები.
როგორც ცნობილია, ცაგერის ფეხბურთის მოედნის ზომა შეესაბამება უეფა–ს მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს, რაც საშუალებას იძლევა სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ აქ საერთაშორისო ეგიდით გასამართი მატჩებიც ჩატარდეს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, კომპლექსი ასევე უმასპინძლებს საქართველოს შიდა პირველობების მატჩებს.
სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, ხოლო მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება.
მულტუფუნქციურ კომპლექსში სტადიონების გარდა იქნება საცურაო აუზი და სხვადასხვა დანიშნულების დარბაზები.
ცაგერში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა უკვე მეორე წელია მიმდინარეობს.
თამთა უთურგაშვილი