ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ნაპოვნია მხოლოდ ერთი მამაკაცის ცხედარი, ორს ჯერ კიდევ ეძებენ.
შემთხვევა გუშინ მოხდა, როცა მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ცხენისწყლის არხში ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მასში სამი მამაკაცი იმყოფებოდა. მათ შორის ერთი 60 წლამდე ასაკისაა, დანარჩენი ორი კი, ახალგაზრდები არიან. ისინი დინებამ გაიტაცა.
ადგილზე ამ დრომდე რჩება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლით.
ცაგერში ავტომობილი ცხენისწყლის არხში გადავარდა: მაშველები სამ ადამიანს ეძებენ