LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცაგერელი მცირე მეწარმე პირბადეებს სახლში კერავს და უფასოდ არიგებს

156
ff

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან და პირბადეებზე არსებული დეფიციტიდან გამომდინარე, ცაგერში მცხოვრებმა ქალმა სამედიცინო ნიღბების კერვა სახლის პირობებში დაიწყო და აღნიშნულ საჭირო ნივთს ის სრულიად უანგაროდ არიგებს.

როგორც თავად მცირე მეწარმე ნანა მეგრელი-კოპალიანი ყვება, მას შემდეგ რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და სახლში დარჩენა მოუწია, გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა კორონავირუსთან ბრძოლაში და ადგილობრივების დახმარებაში, პირბადეების დამზადებაც სწორედ ამ მიზნით დაიწყო. ის დღეში 100-დან 150-მდე ცალ პირბადეს ამზადებს და ურიგებს მათ, ვინც მუშაობს და დაცვას საჭიროებს.

„დარჩით სახლშიო ხომ თქვეს, ხოდა ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა, რომ ჩემს ხალხს რაღაცით გვერდში დავდგომოდი. მთელ საქართველოში რომ პირბადეების პრობლემაა და არ იშოვება, ლეჩხუმში ხომ საერთოდ პირბადეები არ იყო… გადავწყვიტე, სახლში შემეკერა ისინი. მე არც მკერავი ვარ და არც სამკერვალოში მიმუშავია არასდროს, მაგრამ რაც სახლში მქონდა მასალები იმით დავიწყე კერვა. ნელ-ნელა მგონი დავხვეწე კიდეც პირბადეები. რაიონის გოგოებმა ვინც გაიგო, ყველა შემომიერთდა, ზოგს ნაჭრეები მოჰქონდა, ვისაც რისი საშუალება ჰქონდა. შემდეგ ინფორმაცია პირბადეების შესახებ დავდე სოციალურ ქსელში და ვისაც სჭირდება, მართლაც ბევრი ადამიანი მაკითხავს. ვცდილობ, ყველას გავწვდე, ვინც მუშაობს ჩვენთვის“, – ამბობს ცაგერელი მცირე ნანა მეგრელი-კოპალიანი.

https://www.youtube.com/watch?v=7LMoDmSfyy8&feature=emb_share&fbclid=IwAR0FKF0-Aiyd72b_nzWySxCNe0C3pTKe3n5gIsdTkG4CZg3Oq-tAvlbGFxs

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები