LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცაგარეიშვილი სააკაშვილზე: „რა ჯანდაბა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს პაბლო ესკობარის საფლავზე? ვინმემ ამიხსნას“

153
ing (9)

„ბუნებრივია, გრიფი „საიდუმლო“ უნდა მოეხსნას და საქართველოს მოქალაქეებმა გაიგონ ვინ, სად დადიოდა და ხარჯავდა საბიუჯეტო სახსრებს. დანაშაული ჩადენილია, უნდა გამოვლინდნენ დამნაშავეები და პასუხისგებაში მიეცნენ“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა თავდაცვის სამინისტროს მიერ, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სასაცილოა, რომ პრემიერის ამ ძალიან მძიმე კორუფციული ნაბიჯის დროს, ხელისუფლება კვლავ წინა ხელისუფლებაზე საუბარს იწყებს – 11 წელი გავიდა, აღარ არის საინტერესო“ – ხატია დეკანოიძე

ცაგარეიშვილის თქმით, გაუგებარ ვიზიტებში საქართველოს გადამხდელების მილიონობით ლარი იხარჯებოდა:

„ამდენი წელი გავიდა და კიდევ არსებობს მოვლენა და ამბავი, რომელიც ჩვენ არ ვიცით ამ ავაზაკი ადამიანის პრეზიდენტობის დროსა და ხანასთან დაკავშირებული, ჩემთვისაც აღმოჩენა იყო.

მინდა, ერთი კითხვა დავსვა: რა ჯანდაბა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს პაბლო ესკობარის საფლავზე? ვინმემ ამიხსნას. იქნებ დაუსვათ მისი ფანკლუბის წევრებს კითხვა, რა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს 20 ათას კილომეტრში პაბლო ესკობარის საფლავზე? იქნებ გვირგვინი ჩაიტანა, მაინც იკითხეთ.

კოლმეურნეობის მოედანზე შეიძინა გვირგვინი, ამოიჩარა იღლიაში და წავიდა ესკობართან, ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია.

ამ წარმოუდგენელ მასკარადში, მის ვოიაჟებში, გაუგებარ ვიზიტებში, რომელიც თურმე ქვეყნის აღმშენებლობას ემსახურებოდა და ეხებოდა, საქართველოს გადამხდელების მილიონობით ლარი იხარჯებოდა. ამაში ნიავდებოდა ეს ყველაფერი“, – თქვა გია ცაგარეიშვილმა.

ცნობისათვის, თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.

მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.

ელისაშვილი: „თავდაცვის სამინისტრომ 11 წლის თავზე რომ გაიღვიძა, დაამთქნარა და აღმოაჩინა, რომ თურმე სააკაშვილის მხრიდან უკანონო ხარჯები ყოფილა, ეს სერიოზული აღარ არის“

კობახიძე: „სააკაშვილმა საკუთარ პირად კეთილდღეობას მოახმარა მილიონობით ლარი.. ადამიანს ბიუჯეტი უბრალოდ ამოდებული ჰქონდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები