LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Cadillac-მა ახალი ფლაგმანური სედანი წარმოადგინა

19

კომპანია Cadillac-მა ახალი კონცეპტ-ქარი ოფიციალურად წარმოადგინა, რომელმაც სახელწოდება Escala მიიღო. პროტოტიპი ფლაგმანური კლასისაა და ძრავის ტიპითა და ტექნიკური მახასიათებლებით ავტომწარმოებლის წინა სედანზე CT6-ზე მაღლა დგას.

Cadillac Escala-ს სიგრძე 5347 მილიმეტრია, ხოლო სიგანე 1948 მილიმეტრი, სიმაღლე 1455 მილიმეტრი. ამ მონაცემებით ახალი ,,ლამაზმანი’’ CT6-ისგან ზომებითაც განსხვავდება. ახალი მოდელი აღჭურვილია 4.2 ლიტრიანი, ტვინ-ტურბო V8 ტიპის ძრავით, რომელიც ოთხცილინდრიანია და საწვავის ეკონომიური გამოყენების ფუნქციითაა აღჭურვილი.  ძრავის ზუსტი სიმძლავრის შესახებ ამ ეტაპზე მონაცემები არ მოიძებნა.

სპეციალურად Cadillac Escala-სთვის კომპანიამ 22 დიუმიანი დისკები შეიმუშავა, რომელიც ავტომობილს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის მოდელს. Escala-ს ინტერიერი ხელნაკეთი მასალითაა გაწყობილი, რომელიც მსოფლიოს მაღალი დონის მოდის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

როგორც მანამდე Cadillac-ის წარმომადგენლობამ განაცხადა, ფლაგმანური სედანი, თავისუფლად შეიძლება Mercedes-Benz S-Class-ის, BMW 7-Series-სა და Audi A8-ს კონკურენტად ჩაითვალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები