ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, გიორგი თევდორაშვილი აცხადებს, რომ 12 აპრილს, ბზობას ტაძარში ბზა არ გაიყიდება. დეკანოზის თქმით, ამ დღესასწაულზე ლიტურგია აუცილებლად შესრულდება, თუმცა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის, ჯანდაცვის სპეციალისტებისა და მთავრობის მიერ დადგენილი ყველა შეზღუდვა გათვალისწინებული იქნება.
“ჩვენ ბზას არ გავყიდით. მე გამოვაცხადე, რომ ვისაც უნდა თვითონ მოიტანოს. ტაძარში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ ჩატარდება, როგორც ამას რეგულაციები ითვალისწინებს. დადგებიან დისტანციურად, ბზას თვითონ მოიტანენ, ხელში დაიჭერენ, ვაკურთხებთ და ისეთივე მშვიდობით წავლენ, როგორც მოვლენ”, – აცხადებს დეკანოზი.
დეკანოზის ამ გადაწყვეტილებას, საქართველოს მასშტაბით, სხვა ტაძრების წინამძღვრებიც იზიარებენ და აცხადებენ, რომ ეს შეზღუდვა აუცილებელია, რათა დიდი რაოდენობით მრევლმა ერთად არ მოიყაროს თავი.