USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), Buzz Georgia/ბაზ საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით აცხადებს მიღებას ონლაინ ტრენინგ კურსებზე სამეწარმეო–ფინანსური უნარ–ჩვევებისა და პიროვნული კომპეტენციების განვითარების მიმართულებით.
პროგრამას ახორციელებს ფონდი “კრისტალი” ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ პარტნიორობით, რომელიც ასევე პროგრამის თანადამფინანსებელია.
Buzz Georgia / ბაზ საქართველო არის პიროვნული, ლიდერული და სამეწარმეო-ფინანსური უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების კურსის ერთობლიობა. ეს არის გლობალური ქსელის – Buzz Women-ის ადგილობრივი ფრანჩიზა და მისი მიზანია პერსონალური და სამეწარმეო განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის.
ბაზ–საქართველოს პირველი ეტაპის ტრენინგები ორ–დღიანია და მოიცავს შემდეგ მოდულებს:
- მეწარმეობის საფუძვლები
- წარმატებული მეწარმის თვისებები
- პიროვნული განვითარება, ლიდერობის უნარები, კომუნიკაცია, პრეზენტაცია
- მიზნის დასახვა
- ფინანსური მიზნის დასახვა და ფინანსური მენეჯმენტი.
ტრენინგები ტარდება ონლაინ, ყოველ შაბათ-კვირას და მასში ჩართვა შეუძლია ყველა ქალს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან.
ტრენინგები უფასოა!
თუ გსურთ პროგრამაში მონაწილეობის მიღება, შეავსეთ თანდართული google ფორმა, დარეკეთ ტელეფონზე:591930180, ან მიიწერეთ Facebook გვერდზე: „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა.“