LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

54

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის განხილვა დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს ბრალდებულ გურამ დონაძის მეგობრები და ბრალდებული, ზაზა ბაქრაძე დაუპირისპირდნენ.

ხმაური სასამართლოს გარეთაც გაგრძელდა. მხარეები ერთმანეთს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებდნენ. ბრალდებულმა, ზაზა ბაქრაძემ კამათისას კიდევ ერთხელ აღიარა ჩადენილი დანაშაული და თქვა, რომ 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს მტკიცებულებები სწორედ მან გააყალბა.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. საქმეზე სასმართლო პროცესები ხუთი წელია, რაც მიმდინარეობს. მთავარი საგამოძიებო უწყება ხუთ პირს შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს, გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს, ზაზა ბაქრაძესა და დავით იაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები