LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბუსტერის“ გაკეთებაზე რიგებია – რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი

238
BeFunky-collage (26)

“ჩვენთან ბოლო ხანებში ძალიან მოიმატა აცრების რაოდენობამ, მათ შორის, „ბუსტერების“ მსურველთა რაოდენობამაც”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

” ჩემი კლინიკის მაგალითზე გეტყვით, რომ უკვე რიგებია „ბუსტერის“ გაკეთებაზე და საერთოდ ვაქცინაციაზე, რაც ძალიან მიხარია, რაც უფრო გაფართოვდება ეს პროცესი, რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის, რომ დღეში რამდენიმე ათასი ადამიანი აცრას”,- აღნიშნა ლევან გოფოძემ.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას, გოფოძის თქმით, ვითარება მძიმეა და საქართველო კვლავ დგას დიდი საფრთხეების წინაშე.

“ჩვენს ქვეყანაში ჯერ ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა. მძიმე ეპიდვითარებაა, როდესაც კორონავირუსის 3 000 მეტი დადასტურებული შემთხვევაა დღეში, ამას თუ დავამატებთ გარდაცვლილთა რაოდენობას, მივხვდებით, რომ ისევ ვდგავართ ძალიან დიდი საფრთხეების წინაშე.

სტატისტიკურად დადგენილია, რომ მძიმე პაციენტების 99% არის არავაქცინირებული, ამიტომ ვეცადოთ ავიცრათ და გადავარჩინოთ ერთმანეთი”, – განაცხადა გოფოძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები