LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურჯანაძემ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა

142

„თავისუფალმა საქართველომ“ და „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატები წარადგინეს.

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მიზნის მისაღწევად პარტიებმა საკუთარი ინტერესები გვერდზე გადადეს.

ამასთან, როგორც ის აცხადებს,  კონსულტაციებისთვის მათი კარი ღიაა, გარდა „ქართული ოცნებისა” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“.