ხურჩაში მომხდარი მკვლელობა დღეს ენგურის ხიდზე გააპროტესტეს მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერებმა. პაატა ბურჭულაძემ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს საზარალი ფაქტი უწოდა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ვითარებას ვერ აკონტროლებს და არც ერთ მის მოქალაქეს დაცულობის შეგრძნება არ აქვს. “აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დღისით მზისით, რუსი ოკუპანტის ჯარის წარმომადგენელი გადმოვიდა და მოკლა საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მინდა მოვითხოვო ჩვენი მთავრობისგან, რომ სცადოს მაინც და გვაგრძნობინოს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში რომელსაც აქვს თავმოყვარეობა,“ – განაცხადა ბურჭულაძემ.