LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუქარესტის სამიტზე უკრაინისთვის და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარი დაუჭირეს აშშ-მა და ყველა ევროპელმა წევრმა სახელმწიფომ, გერმანიისა და საფრანგეთის გამოკლებით – სლოვენიის ყოფილი პრემიერი

152
janša

საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე MAP-ის არმინიჭება 21-ე საუკუნის დასაწყისის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო, – ამის შესახებ სლოვენიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ ​ „ტვიტერში“ დაწერა.

„სინამდვილეში, აშშ-მა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე და ყველა ევროპელმა წევრმა სახელმწიფომ, გერმანიისა და საფრანგეთის გამოკლებით. კარგად მახსოვს ეს დრამატული ღამე. ეს იყო 21-ე საუკუნის დასაწყისის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა“, – წერს იანეზ იანშა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები