LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუქარესტი თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი ინიშნება

103

ბუქარესტი თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი ინიშნება. რეისები, რომელსაც 2018 წლის თებერვლის დასაწყისში, ერთი კვირის ინტერვალით (3 და 10 თებერვალი), ავიაკომპანია Blue Air Airline განახორციელებს, მიზნად ისახავს სამთო კურორტებით დაინტერესებული რუმინელი ტურისტების საქართველოში ჩამოყვანას.

როგორც რუმინეთში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, ამ შესაძლებლობის გამოყენება შეუძლიათ ქართველ დამსვენებლებსაც, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღმოაჩინონ ევროპის აქამდე შედარებით უცნობი ქვეყნები.

”რუმინეთში საქართველოს საელჩო აგრძელებს მუშაობას, რომ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდეს და საჰაერო რეისები რეგულარულად გაიმართოს”, – აცხადებენ საელჩოში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები