Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დაბალი თვითშეფასება, სტრესი, ტრავმა თუ არასწორი აღზრდა – რატომ აბულინგებენ ადამიანები სხვებს? – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბალი თვითშეფასება, სტრესი, ტრავმა თუ არასწორი აღზრდა – რატომ აბულინგებენ ადამიანები სხვებს?

520
what-makes-people-bully-psychological-reasons

ბოლო კვლევების თანახმად, ყოველი ორი ადამიანიდან ერთს ბოლო 12 თვის განმავლობაში გარკეული დოზით და ფორმით განუცდია ბულინგი. მაინც რატომ აბულინგებენ ადამიანები ერთმანეთს და რა დგას ამ ყველაფრის უკან? ყველაფერს აქვს გამომწვევი მიზეზი და გამონაკლისი არც ბულინგია. მეცნიერები ასახელებენ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც ადამიანებს სხვების დაბულინგების სურვილი უჩნდებათ.

დაბალი თვითშეფასება

სხვების დაბულინგების დროს ადამიანები გრძნობენ ძალაუფლებას და მიაჩნიათ, რომ სიტუაციას აკონტროლებენ. მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ ასე ძალიან სურთ იყვნენ ძალაუფლების მქონე პირის როლში, დაბალი თვითშეფასებაა. ბულერებს საკუთარი თავის არ სჯერათ. ისინი თვლიან, რომ არასრულფასოვანნი არიან და ამიტომაც მხოლოდ სხვების ჩაგვრის ხარჯზე შეიძლება ვინმემ ისინი შეამჩნიოს.

სტრესი და ტრავმა

ადამიანები სტრესზე განსხვავებულად რეაგირებენ. ახლობლის გარდაცვალება, მშობლების განქორწინება და სხვადასხვა სახის სტრესული სიტუაციები ადამიანებს დეპრესიაში აგდებს და ხშირად აგრესიულს ხდის მათ.

წარსული

მკვლევარები ამბობენ, რომ ბულერების უდიდესი ნაწილი ცხოვრების რაღაც ეტაპზე თავად იყო ბულინგის მსხვერპლი. შესაბამისად, დროთა განმავლობაში მათ სხვისი ჩაგვრა ერთგვარი თავდაცვის საშუალებად მიიჩნიეს. ასეთი ადამიანების ქვეცნობიერი კრედოა „თავს დაესხი პირველი“, რადგან მიაჩნიათ, რომ გარშემომყოფებს აუცილებლად რამის დაშავება სურთ მათთვის.

არასწორი აღზრდა

კვლევებმა უჩვენა, რომ ბულერების უმეტესობა მამრობითი სქესისაა. ამის მიზეზი კი ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ბიჭებს ბავშვობიდანვე აჩვევენ სხვადასხვა ფორმით ძალადობას თავის დამკვიდრების მიზნით და ეს სულაც არ არის აღქმული ძალადობად. ცნობილი სტერეოტიპია, რომ ბიჭები არ ტირიან, თუმცა პრობლემის გადასაჭრელად მუშტებს იქნევენ. ასეთი აღზრდა საბოლოოდ იქამდე მიდის, რომ კომპლექსებით სავსე ადამიანს მათი დაფარვა მხოლოდ სხვისი ჩაგვრით წარმოუდგენია.

პრობლემები ოჯახში

ძალადობრივ გარემოში აღზრდილ ბავშვებს უფრო დიდი შანსი აქვთ ბულერები გახდნენ. შესაძლოა გარშემომყოფთა ყურადღების მისაქცევად ეს გზა აირჩიონ იმ ბავშვებმაც, რომლეთა მშობლებიც მათთან საკმარის დროს არ ატარებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები