ბულგარეთის საკურორტო სოფელ მინერალნი-ბანიში კიტრის თერმული, მინერალური წყლით მორწყვა დაიწყეს. ერთ-ერთ სათბურში მუსიკაც კი ჩართეს, რათა ბოსტნეული მომადუნებელ სპა-გარემოში გაიზარდოს. ინფორმაციას ამის შესახებ Horti daily ავრცელებს.
დასახლების მერიის ინფორმაციით, თერმული წყლის გამოყენება კიტრის გემოს გააუმჯობესებს და სათბურების მფლობელებს შენობაში საჭირო ტემპერატურის შესანარჩუნებლად ზედმეტი ხარჯისგანაც გაათავისუფლებს.
მთლიანობაში მინერალნი-ბანიში 14 ბუნებრივი წყაროა და ისინი წამში 50 ლიტრ წყალს აწარმოებენ. კიტრის მოსარწყავად 17 ლიტრს გამოიყენებენ.
საინტერესოა, რომ ამასობაში ნიდერლანდებში ძროხების ჰუმანურად მოწველის მეთოდს მიაგნეს.