ბულგარეთში გენერალურმა პროკურორმა პრემიუმ კლასის 435 ავტომობილზე შემოწმების სანქცია გასცა. შესამოწმებელ ავტომობილებს შორის ისეთი მოდელებია, როგორიც არის: Bentley, Ferrari, Lamborghini, Mercedes-Maybach და Rolls-Royce. როგორც France24 იუწყება, ავტომობილების მფლობელების შემოსავლის წყარო გადამოწდება. ასევე, გამოიძიებენ, ხომ არ მოხდა ამ ავტომობილების შეძენა გადასახადებთან დაკავშირებული თაღლითობის გზით, ან დანაშაულებრივი თანხების გათეთრების გზით.
გენერალური პროკურატორის წარმომადგენლის, რუმიან არნაუდოვა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ სიაში 345 ადამიანიც შედის, რომლებმაც 250 000 ევროს ღირებულების ბინები იყიდეს, ხოლო 120-მა ადამიანმა 400 000 ევროზე მაღალი ღირებულების ვილა შეიძინა. შემოწმების შედეგები სამი თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.
ბულგარეთი ევროკავშირის შემადგენლობაში 2007 წელს შევიდა, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ ღარიბ ქვეყნად რადგან საშუალო ხელფასი 500 ევროს არ აღემატება.